KHIDI 中 G2: FREQUENCY SHIFTER ❚ SAPHILEAUM ❚ SKYRA, Mundo, Sábado, 11. Novembro 2017

SATURDAY // NOVEMBER 11


Frequency Shifter - ქართველი დიჯეი და პროდიუსერი გიგა არაბულის ტექნო პროექტი. მის მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია ადგილობრივი ტექნო სცენის განვითარებამ, რამაც თავისი ჟღერადობა აპოვნინა. სცენაზე 2017 წლის დასაწყისში გამოჩნდა და არა ერთხელ დაუკრა სხვადასხვა კლუბში. მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიცა: Luigi Tozzi, Dino Sabatini, Claudio PRC, Korridor, Polar Inertia, Murcof, Alessandro Cortini, Roly Porter და ა.შ. Frequency Shifter-ის პირველი რელიზი წელს, 22 ოქტომბერს ლეიბლ PalmStructure-ის ქვე-ლეიბლ Structural Realism-ზე Saphileaum-თან და 4 სხვა არტისტთან ერთად კრებულ "Realism001"-ში გამოიცა.





Saphileaum - ქართველი დიჯეი და პროდიუსერი ანდრო გოგიბედაშვილის ტექნო პროექტი, რომელიც 2015 წლის ბოლოს შეიქმნა. Saphileaum ხალხმა Newcomers Tbilisi-ის შემდეგ გაიცნო. მის შთანოგების წყაროს წარმოადგენს ლოკალური სცენა და ეზოთერიკული არტეფაქტები და მოვლენები, თუმცა მთავარ შთაგონებად მაინც ისეთი არტისტები რჩებიან, რომლებიცაა: Anthony Linell / Abdulla Rashim, Acronym, Luigi Tozzi და Korridor. მისი ჟღერადობა გამოირჩევა ემბიენთ და ჰიპნოტური სივრცეებით. Saphileaum-ის სადებიუტო EP "As If Rivers Could Speak" გამოიცა 2016 წელს ავსტრალიურ ლეიბლ Controlled Violence-ზე, რომელზეც ასევე გამოცემულია "Sarp E.P." და შესულია მისი და Monreal-ის ნამუშევრები. მისი ნამუშევრები ასევე გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: NORITE, Lett Records, Soul Gathering და PalmStructure-ის ქვე-ლეიბლ Structural Realism-ზე.





skyra - ქართველი დიჯეი და პროდიუსერი სანდრო პაპასკირის ტექნო პროექტი. მისი მუსიკა ძირითადად ექსპერიმენტულ, ატმოსფერულ ხმებს მოიცავს.
skyra-ს პირველი რელიზი 2016 წელს Berika-ს ქართულ ლეიბლ Icontrax-ზე 3 სხვა ქართველ არტისტთან და მის მეორე ტექნო პროექტ YT-სთან ერთად კრებულ "Lifesigns 001"-ში გამოიცა. მისი 2 ნამუშევარი წელს, 30 ოქტომბერს ლეიბლ Icontrax-ზე Newa-სთან და Body Thrills-თან ერთად კრებულ "ICONTRAX TWO"-ში გამოიცა.





ონლაინ ბილეთი - 15 GEL
ბილეთის ფასი კარზე - 20 GEL

KHIDI 中 G2: FREQUENCY SHIFTER ❚ SAPHILEAUM ❚ SKYRA

Encontrar mais eventos em torno de você
Obter recomendações de eventos com base em seu gosto Facebook. Obtê-lo agora!Mostre-me os eventos adequados para meAgora não